ხაბეიშვილმა ნაციონალური მოძრაობის გაძლიერების 12-პუნქტიანი გეგმა წარადგინა

ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა პარტიის გაძლიერების 12-პუნქტიანი გეგმა წარადგინა.

ხაბეიშვილის გეგმა:

1. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბი;
2. პირველ 100 დღეში – პარტიის ცენტრალური სამდივნოს რესტრუქტურიზაცია;
3. 100 დღეში – თბილისის საქალაქო ოგანიზაციის განახლება-გაძლიერება;
4. ძლიერი ახალგაზრდული ორგანიზაცია და მათი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში – რეგიონალური ინფრასტრუქტურა;
5. 100 დღეში – ძლიერი პარტიული რეგიონალური ინფრასტრუქტურის გამართვა – ძლიერი რაიონული ორგანიზაცია;
6. 100 დღეში – ენმ-ის საკრებულოს წევრებისგან დაკომპლექტებული ადგილობრივი თვითმმართველობის წევრთა კონგრესი;
7. არჩეული მოქნილი მოქმედი პოლიტიკური საბჭო;
8. ქალების აქტიური ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და აქტიური წარმომადგენლობა პარტიულ ინფრასტრუქტურაში;
9. პროექტი ემიგრანტების ჩართულობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
10. 100 დღეში – ენმ-ის სათათბიროს ჩამოყალიბება – მოწვეული იქნებია; სპეციალისტები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა ჩართულობითაც პარტია შეიმუშავებს საპროგრამო დოკუმენტებს;
11. გამჭვირვალე ბიუჯეტი და პროექტული დაფინანსება;
12. პირველ 100 დღეში მოწვეული იქნება ენმ-ის ყრილობა.

ხაბეიშვილის განცხადებით, გამარჯვების შემდეგ პარტიიდან არავის გაგდებას არ გეგმავს. მისი თქმით, ყველასთან გააგრძელებენ თანამშრომლობას, რადგან მთავარი მიზანი “ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაა და ამ ბრძოლაში ყველა ერთად უნდა იდგეს”.