ხაბეიშვილმა საკრებულოს სიიდან მელიას მხარდამჭერები ამოიღო – ენმ-ის ბათუმის ორგანიზაცია

“ხაბეიშვილმა საკრებულოს სიიდან მელიას მხარდამჭერები ამოიღო” – ბათუმის საკრებულოს ფრაქციის წევრები ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ წასვლაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას ითხოვენ. გიორგი კირთაძის გუნდის წევრები ამბობენ, რომ პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართა და სიიდან ის ადამიანები ამოაშლევინა, ვინც მის მიმართ კრიტიკულ აზრს აფიქსირებდა.

ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ნაცვლად იმისა, დაკავებული იყოს წინასაარჩევნო დაპირების შესრულებით, იცლის იმისთვის, ნაცვლად ამ საკითხების გადაწყვეტისა, რომ ცვლის ბათუმელების ნებას. ვფიქრობ, ზუსტად ისევე, როგორც ამისი მცდელობა ჰქონდა და გამოუვიდა დავით რიჟვაძეს და ირაკლი კობახიძეს, უბრალოდ, მათ მოკლეს ნუგზარ ფუტკარაძე და ისე მოხდა ნუგზარ ფუტკარაძის აცილება ბათუმის საკრებულოდან. ლევან ხაბეიშვილს ამისთვის მარტივი ხელმოწერა დასჭირდა და სიიდან ამოიღო ლევანი, როინი, ელიზა და შორენა აბაშიძე. მე მიმაჩნია, რომ წარმოუდგენლად ცუდი რამ მოხდა და ნაციონალური მოძრაობა არ იმსახურებს ასეთ თავმჯდომარეს“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ ბრიფინგზე.