”დასრულდა არჩევნები პარტია ენმ-ში, პარტიაში, რომელსაც აქვს გამოცდილება ქვეყნის მართვისა და, ამავე დროს, აქვს გამოცდილება ხელსიფულების გადაბარებისა და ხელისუფლების, რაც მთავარია, მშვიდობიანად გადაბარებისა. ეს ტრადიცია პარტიამ შექმნა. ბუნებრივია, მე მიმაჩნია, რომ ამ არჩევნებში ძნელია, ვინმეს ან გამარჯვებული უწოდო, ან დამარცხებული, გამომდინარე იქიდან, რა მდგომარეობაშიც იმყოფება ჩვენი სახელმწიფო, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები – მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის საგრეო პოლიტიკური კურსი ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში, სამწუხაროდ, ძალიან მყარად იცვლება რუსეთის ორბიტისკენ და სწორედ ამ ფაქტორებს ვგულისხმობ, ალბათ, ძალიან ბევრი ადამიანი დამეთანხმება, რომ რთულია, ვინმეს ან დამარცხებული ან გამარჯვებული ვუწოდოთ. მე დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ჩვენ ყველანი ერთად გავმიარჯვებთ, ქართული საზოგადოება გაიმარჯვებს, ქართული სახელმწიფო გაიმარკვებს, მისი მომავალი იქნება ნათელი და, დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ემიგრანტი დაბრუნდება.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, არჩევნები შედგა, არჩევნებს ჰყავს თავისი კონკრეტული გამარჯვებული. მე მას ვულოცავ ამ შედეგს, ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს, ვუსურვებ მას ძალიან მნიშვნელოვანს ჩემთვის, რასთან დაკავშირებითაც მე და ათასობით ადამიანი უკანასკნელი თვეების განმავლობაშ საჯაროდ ვსაუბრობდით – ვუსურვებ პარტია ემართოს ღირსებიტა და სიმართლით. ”
ამბობს ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია.