“”ხაბე” მკაცრია და დაუნდობელი. 4 საათამდე მისცა ვადა მელიას და არ გადათქვამს!”- ასე ეხმაურება, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა.
„მელია, ჩემო ძმაო, 4 საათამდე გაქვს ვადა, ასე რომ, ჩამოყალიბდი, გინდა ,,ნაცებში“ ყოფნა? 4-მდე მისცა ვადა, „ხაბე“ არის მკაცრი, დაუნდობელია, შეუბრალებელი, არ გადათქვამს! ვუყუროთ ახლა ამ ხელმოცარულებს. ის კაცი შევარცხვინე, „ხაბე“ რომ გამოგაგდებს პარტიიდან და მეორედ შევარცხვინე კიდევ, ისევ ამ პარტიას რომ ებღაუჭები – გაგდებენ, პანჩურს გირტყამენ ხან პირდაპირ ეთერში, ხან ეთერს მიღმა და მაინც ებღაუჭები. ჩემს „ხაბეზე“ არაფერს ვიტყვი, რაც ვთქვი, ისიც ეყოფა”, – ამბობს ზარქუა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საზოგადოებას დღეს, 16:00 საათის შემდეგ ექნება კონკრეტული ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, ვინც უერთდება მანიფესტს და შესაბამისად იქნება „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი.