პარტია ”ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ დედაქალაქის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. როგორც ხაზარაძის ადვოკატი, ზვიად კორძაძე აცხადებს, კალაძის განცხადება ხაზარაძეზე არის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ყალბი ცნობების გავრცელება.
“ბატონმა კალაძემ განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძე აუბედურებდა, ბიზნესს ართმევდა, რაც არის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ყალბი ცნობების გავრცელება. ჩვენ შეგვაქვს სარჩელი ამ ცნობების უარყოფის მოთხოვნით და ვთხოვთ სასამართლოს, რომ კალაძეს დაავალოს ამ ცნობების უარყოფა. ამ ბოლო დროს სარჩელის წარმოებაში მიღებასთან დაკაშირებით, ასეთი ტიპის სარჩელებზე ცოტა უცნაური პრაქტიკა დამკვიდრდა, მაგრამ არ მგონია, რომ რაიმე საფუძველი იყოს არ მიღების. სახეზე არის ყალბი ცნობების გავრცელება, შესაბამისად, სახეზე არის საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც გვაძლევს საშუალებას და დანარჩენი, დაველოდოთ სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილებას” – თქვა ხაზარაძის ადვოკატმა.