“ქალბატონი ანა ნაცვლიშვილი წარმოადგენს პარტიას, რომელიც ეკუთვნის ვის? მამუკა ხაზარაძეს, რომელსაც ჰქონდა რეალური სურვილი და განზრახვა, გამხდარიყო ოლიგარქი ბიზნესმენი, რომელსაც უნდა ემართა პოლიტიკა, მთავრობა, პარლამენტი და ასე შემდეგ. მინდა შევახსენო, ვის წარმოადგენს ქალბატონი ნაცვლიშვილი – ხაზარაძე არის ბიზნესმენი, ბანკირი, რომელმაც იმის გამო, რომ ანაკლიის პორტი ვერ ააშენა, იმიტომ რომ ფული არ დახარჯა, სამი მილიონი დოლარი აქვს დახარჯული დღეის მდგომარეობით… ბატონი ხაზარაძე ანაკლიის პორტის არაშენებისთვის, რამდენს ედავება საქართველოს ხომ არ იცით? მილიარდ ხუთას მილიონ დოლარს. ეს არის თქვენი პარტია, მაგიტომაც მიიღეთ ერთი პროცენტი. ეს არის რეალური, ნათელი მაგალითი ოლიგარქობისა”
ასე მიმართა, პრემიერ – მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში “ლელოს” დეპუტატებს.