პარტია ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, მის პარტიას თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი უნდა ჰყავდეს, რადგან არჩევნებზე საჭიროა, ოპოზიციას შორის კოორდინაცია და კონკურენცია იყოს.
“მე ვფიქრობ, ახალი სახეები უნდა იყოს წარმოჩენილი ადგილობრივ არჩევნებზე, მერის არჩევნებზეც. იმიტომ, რომ მერის არჩევნები არ განსაზღვრავს 43%-ს, პროპორციული დათვლა განსაზღვრავს და არა მარტო თბილისის, მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ამიტომ, ჩვენი ფორმულა, კიდევ ვიმეორებ, ძალიან ნედლ ფორმულას გეუბნებით, მაგრამ ჩვენი ფორმულა უნდა იყოს, რომ ოპოზიცია უნდა იყოს კოორდინაციაში და უნდა იყოს კონკურენცია ოპოზიციას შორის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვართ პარტია და ჩვენ უნდა გვყავდეს ჩვენი კანდიდატი [თვითმართველობის არჩევნებზე]”, – თქვა ხაზარაძემ რუსთავი 2–ის ეთერში.