მამუკა ხაზარაძე კვოტირებას მიესალმება, თუმცა ფიქრობს, რომ დისკრიმინაციაა

ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაზის აზრით, ბედნიერების საწყისი ქალია, მათი მდგომარეობა კი უკეთებოსიკენ უნდა შეიცვალოს საქართველოში.

“ლელო” არის პრინციპულად ახალი ძალა, ახალი ხედვა და ფერი, რომელიც მზესთან და იმედთან არის ასოცირებული. ვერ წარმოგვიდგენია, რომ მომავალი თაობა და საზოგადოება არ იყოს ბედნიერი ამ ქვეყანაში. ბედნიერების საწყისი კი არის ქალი. ერთხელ და სამუდამოდ, ქალის მდგომარეობა რადიკალურად უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს საქართველოში. ამაში იგულისხმება ყველაფერი – როგორც თანასწორუფლებიანობა, ასევე მეტი ქალი პოლიტიკასა და საზოგადო საქმიანობაში,” – ამბობს ხაზარაძემ.

“ლელოს” ლიდერი მიესალმება პარლამენტის გადაწყვეტილებას კვოტირების შესახებ, თუმცა ფიქრობს, რომ კვოტირება დისკრიმინაციაა.

“მივესალმები პარლამენტის გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩვენს პარტიაში შინაგანად მაინც ერთ აზრზე ვართ, რომ კვოტირება არ არის მისაღები, რადგან ეს უკვე დისკრიმინაციაა, როდესაც ქალს შეუძლია მართოს ისეთი დიდი საქმეები, რასაც მართავენ და მე ეს ვიცი ჩემი და ბადრის გაკეთებული ბიზნესიდან. იქ ქალები იყვენენ შეუცვლელები. აი, ამ პრინციპით უნდა მოდიოდნენ სათავეებში ჩვენი ქალბატონები და არა დაყოფისა და კვოტირების გზით, თუმცა ესეც წინ გადადგმული ნაბიჯია და ვიმედოვნებ, რომ მომავალში კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავალთ ამ მხრივ, აღარ დაგვჭირდება კვოტირება და ქალები ისედაც დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს, როგორც პოლიტიკაში, ასევე სხვა სფეროებში,” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები 2 ივლისს დაამტკიცა.

ცვლილებების მიხედვით, ნებისმიერ საარჩევნო სიაში ყოველ მეოთხე კანდიდატად მითითებული უნდა იყოს განსხვავებული სქესის ადამიანი. ეს რეგულაცია მოქმედებს 2020-ის, 2024-ის და ამ წლებს შორის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის. 2028 წლიდან ამოქმედდება ყოველი მესამე სავალდებულო კვოტა.