ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 11 იანვრამდე გადაიდო. სხდომის გადადება ბრალდების მხარემ ითხოვა, რადგან, მათი განმარტებით, რამდენიმე დღე სჭირდებათ თავიანთი რეპლიკის არგუმენტირებულად ჩამოსაყალიბებლად.
თავდაპირველად დაცვის მხარე სხდომის გადადებას არ ეთანხმებოდა, თუმცა საბოლოოდ ისინი 11 იანვარზე შეჯერდნენ. მოსამართლის თქმით, არ უნდა სადღესასწაული დღეების სამსახურში გატარება, ამიტომ სხდომა შობის შემდეგ დანიშნეს.
ცნობისთვის, ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი ედებათ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ხოლო ავთანდილ წერეთელს უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებიან.