პროკურატურამ სასამართლოს მამუკა ხაზარაძისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე მიმართა და პროცესი საქალაქოში ხვალ, 13 საათისთვის ჩაინიშნა. ინფორმაციას კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე ავრცელებს.
“ივანიშვილის რეჟიმი დროს არ კარგავს! დღეს ბრალის წარდგენის შემდეგ, პროკურატურამ მიმართა სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების გამოყენებაზე მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ.
13:00 საათი, თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: არსენ კალატოზიშვილი” წერს ირაკლი კუპრაძე.