თეოლოგი ბასილ კობახიძე ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძე ეკლესიას “ეპადხალიმება”, რადგან “ხელისუფლებაში გაძრომა” უნდა. თეოლოგის კრიტიკა ხაზარაძის იმ განცხადებამ გამოიწვია, რომელშიც ლელოს ლიდერი ამბობს, რომ ეკლესიისთვის ტყის გადაცემა პრობლემა არ არის.
ბასილ კობახიძის თქმით, ხაზარაძეს ავიწყდება, რომ მისი ნაჩუქარი ცხენი სახელად “ამინ”, პატრიარქმა ღარიბაშვილს აჩუქა.
“მამუკა ხაზარაძე ეკლესიას ეპადხალიმება ტვ პირველზე. ძველი გვარდიაა ეგ. ხაზარაძემ მარტო თეთრი რაში, სახელად “ამინ” კი არ მიჰგვარა პატრიარქს, ფოტოზეა ეგ ამინ, არამედ მთელ რიგ მეუფეებს აფინანსებდა, ბინებს ყიდულობდა მათთვის. ახლა ფიქრობს, ეკლესია დიდი ძალაა, ეგებ ბიძინას უგანოს და მე დამიჭიროს მხარიო, სხვა პარტიებსაც სარმას დავუდებ და ხელისუფლებაშიც გავძვრებიო. მამუკას ორი რამე ავიწყდება: ლელოს შერკინებით დებენ და არა გაიძვერობით; ამინი პატრიარქმა მერე ღარიბაშვილს აჩუქა”, – წერს კობახიძე ფეისბუქზე.
მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თეთრი ცხენი ილია მეორეს 2007 წელს აჩუქეს, 2014 წელს კი ის პატრიარქმა მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აჩუქა.