ხაზარაძის საქმეზე მოსამართლე განაჩენს 23 ივნისს გამოაცხადებს

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის საქმეზე მოსამართლე განაჩენს 23 ივნისს, 15:00 საათზე გამოაცხადებს.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძე წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.