ხაზი გავუსვი მკაცრი სანქციების დაწესების აუცილებლობას – კულება ბლინკენს ესაუბრა

უკრაინის საგარეო მინისტრის განცხადებით, სატელეფონი საუბარი გამართა აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან და რუსეთისთვის მკაცრი სანქციების დადების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

“სიტუაციის დინამიკის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ ვესაუბრე ენტონი ბლინკენს, ჩვენი ხვალინდელი შეხვედრის წინ ვაშინგტონში. ძირითადი თემა: სანქციები. მე ხაზი გავუსვი რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების აუცილებლობას მისი უკანონო ქმედებების საპასუხოდ”,- წერს დმიტრო კულება Twitter-ზე.

ცნობისთვის, გუშინ ვლადიმირ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. “მშვიდობის დამყარების მიზნით” ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთს ჯარი შეჰყავს.