„დემოკრატია რატომ გვინდა? ადამიანებმა საკუთარი არჩევანი თავისუფლად გამოხატონ იმ ძალის მიმართ, ვინც უნდათ, რომ ქვეყანა მართოს. ეს წესები ყველამ უნდა დავიცვათ და როცა ამ სიტუაციის აღრევა ხდება და სიცრუეს „გვატენიან“, რომელიც გვინდა თუ არა უნდა მივიღოთ და ამას საფუძვლად უდებენ იმას, რომ თუ ამას არ გააკეთებთ, ვერ მიიღებთ სტატუსს და ევროკავშირის წევრი ვერ გახდებითო, სწორედ ეს არის ზიანი ფუნდამენტური ღირებულებების ბრძოლისთვის. როცა ხაზს უსვამენ, რომ 85 პროცენტი მომხრეა ევროკავშირში გაწევრიანების, რა თქმა უნდა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ რომელ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ვსაუბრობთ? ეს კითხვები ხომ უნდა დავსვათ. იმ ევროკავშირზე უნდა გვქონდეს აქცენტი გაკეთებული, რომელსაც კუბილიუსი გვთავაზობს თავისი, რაღაც გაურკვეველი წესების თამაშით და მოგვიწოდებს, თუ კრიმინალს არ გაათავისუფლებ, მართლმსაჯულებაზე თვალებს არ დახუჭავ და ა.შ. ეს ისეთი თემებია, რაზეც საზოგადოებას სიმართლე უნდა მივაწოდოთ”
აცხადებს “ხალხის ძალის” დეპუტატი მიხელ ყაველაშვილი.