გუშინდელი სამარცხვინო ინტერვიუს შემდეგ ეს კაცი ივანიშვილის თოჯინებში დაწინაურდა! ის გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ივანიშვილის დავალებით, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის ჩანაწერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
ადამიანი, რომელსაც თავად ამერიკის პასპორტი აქვს და ევროპაში ცხოვრობს, საკუთარი ფულის გადასარჩენად და ივანიშვილის დავალებით, საკუთარი პროპაგანდისტული ტელევიზიიდან ჩვენს შვილებს არწმუნებს, რომ ევროპა ცუდია.
ეროვნული ინტერესების და ხალხის ღალატის ფასს ყველა პერსონალურად გადაიხდის! დროის საკითხია და ეს დრო უკვე მოდის.
წერს საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი და პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია იმედის მფლობელის ირაკლი რუხაძის განცხადებაზე.