“ხაზი მინდა გავუსვა ერთ რამეს, ხალხის ძალის მიერ დარეგისტრირებული ორივე ვარიანტი რუსული ვარიანტია. ეს არის რუსული კანონპროექტის ის ძალიან სერიოზული შინაარსის ფურცელი, რომელიც პირდაპირ დესტრუქციას უწყობს ჩვენს ევროკავშირში ინტეგრაციას და გარდა ამისა, ყველანაირ სივრცეს სპობს არასამთავრობო სექტორისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც ეხმარება საქართველოს მოქალაქეებს და თქვენ იცით, რომ უამრავი ადამიანია ჩართული ამ პროექტებში, საერთაშორისო ფონდების მიერ დაფინანსებულ ფონდებში – ძალადობის მსხვერპლი ქალები, შშმ პირები, სკოლის განათლების პროგრამები, ინკლუზიური პროგრამები, ყველა ამ მიმართულებით იქნება ძალიან სერიოზული უკუსვლა, რა თქმა უნდა, ეს კანონპროექტი პირდაპირ საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოა”,

აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე.