“მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს საზოგადოების ნება, რომელსაც ევროპული მომავალი უნდა, ქართველმა ხალხმა ნათლად უნდა თქვას, ეთანხმებიან თუ არა, ხელისუფლების მხრიდან ევროპული გზის უარყოფას, ევროკავშირის წევრობაზე უარის თქმას. ამის გარკვევის გზა გამჭვირვალე არჩევნებია და იმედია, ოქტომბერში ჩვენ ამას ვნახავთ.

ევროპის დახმარება მოდის ქართველი ხალხისთვის და არა პრემიერმინისტრისთვის, მთავრობის და პრემიერმის პასუხისმგებლობა კი ის არის, რომ ეს თანხა მოხმარდეს ქართველ ხალხს და ხალხისთვის საჭირო რეფორმებს, რომლითაც საქართველო გახდება უფრო ევროპული. ფაქტია, რომ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება არის საქართველოს ევროპული გზის წინააღმდეგ მიმართული”

აცხადებს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე “მთავარ არხთან” საუბრისას.