“გავიდა ამდენი ხანი და ქართული ოცნება მადლობებით ამ გაყალბების სიმბოლოს უშვებს სახლში, რომ ჩაანაცვლოს სხვა გაყალბების სიმბოლოთი. ეს რომ ყოფილიყო რეალურად წნეხის ფონზე, აუცილებლობით მიღებული გადაწყვეტილება, მაშინ ნაკლები შანსი იქნებოდა, რომ ოცნებას გაეყვანა ისევ მსგავსი. მე ეჭვი მაქვს, რომ გაიყვანენ უბრალოდ სხვა სახელი და გვარის გაყალბების სიმბოლოს. ამის პროცედურული საშუალებაც აქვთ. თუ 100 ხმით ვერ გაიყვანენ, მათ შეუძლიათ ამ არჩევნებისთვის, 6 თვით აირჩიონ უბრალო უმრავლესობით.

ცესკოს ხელიდან არ უშვებენ, ამაშია საქმე. არც თამარ ჟვანია რაიმე ნეგატიური კონოტაციით წასულა, არც გამყალბებლები წასულან. არის კალნი, რომლის თავი არის გიორგი ჯავახიშვილი. კლანი პირდაპირ არის დაკავშირებული სუსთან და ქართულ ოცნებასთან. რეალურად ეს კლანი ატარებს არჩევნებს, თამარ ჟვანია იყო ფასადი. ამიტომ ეს ცვლილება არის კონტრუქციულობანას იმიტაცია და ყურადღების გადატანა. მიუხედავად იმისა, რომ კარგია, ერთი ჟვანია მაინც მოშორებულია, ხალხს არ უნდა შევუქმნათ ილუზია, რომ რაღაც გამოსწორდა საარჩევნო კლიმატში”

განაცხადა პოლიტიკური მოძრაობა “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ თამარ ჟვანიას გადადგომაზე.