ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძეზე სოციალურ ქსელში წერს, რომ ორბელიანის მოედნის ავტოსადგომზე მას და მის მეგობრებს დაახლოებით 30 ადამიანი დაესხა თავს, რომელთაგან ერთ-ერთმა დანის ორჯერ დარტყმა სცადა. ნაზღაიძის თქმით, მათ დახმარების მიზნით მანქანა მხოლოდ ერთმა გოგონამ გაუჩერა, რომელიც ასევე გახდა შეიარაღებული თავდამსხმელების სამიზნე. საქმეზე გამოძიება მუქარის მუხლით არის აღძრული, ტელეწამყვანი პოლიციამ უკვე გამოკითხა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი ნაზღაიძესა და მის მეგობრებზე თავდამსხმელები ამ დრომდე არ დაუკავებია.
“ორბელიანის მოედნის ავტოსადგომზე დაახლოებით 30 ადამიანი თავს დაგვესხა, თავი ასეთ საფრთხეში არასოდეს მიგრძვნია, არანაირმა დალაპარაკებამ არ გაჭრა, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა სცადა ორჯერ დაერტყა ჩემთვის დანა, რომელიც სასწაულებრივად ავიცილე, იძულებული გავხდით ამ დაჯგუფებას გავცილებოდით და თავი გადაგვერჩინა, გავიქეცით, ისინი მოგვსდევდნენ და ქუჩის სკამებს გვესროდნენ. ხალხს ვთხოვდით დახმარებას და არავინ არ დაგვეხმარა, მხოლოდ ერთმა გოგონამ გავიჩერა ავტომობილი და მას დაუზიანეს მანქანა, დაუჭრეს საბურავები. ახლაც ვერ მოვდივარ გონს მომხდარის გამო, მართლა სასწაულებრივად გადავრჩით, ქალაქის ცენტრში 30 შეიარაღებული მოზარდის პირისპირ მარტო აღმოვჩნდით მე და ჩემი ორი მეგობარი, რომელთაგან ერთი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის ქვეშ არის. ამ ადამიანებისგან და მსგავსი შემთხვევებისგან არავინ არის დაცული, ამიტომ დროულად უნდა მოხდეს დამნაშავეების გამოვლენა და პასუხი უნდა აგონ აუცილებლად!“– დაწერა გიორგი ნაზღაიძემ სოციალურ ქსელში.