ხალხს კლავენ, აყაჩაღებენ, ჭრიან და გამოძიება დუმს, შიშია გამეფებული – ვაშაძე

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქვეყანაში სამართალდამცავი ინსტიტუციები სრულად ჩამოშლილი და დეგრადირებულია.

მისი თქმით, დღეს საქართველოში ნომერ პირველი პრობლემა არსებული კრიმინალური მდგომარეობაა, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების ინსტიტუციების სრულიად ჩამოშლამ გამოიწვია

“დღეს ქვეყანაში შიმშილთან ერთად უმთავრესი პრობლემა კრიმინალი გახდა. ხალხს კლავენ, აყაჩაღებენ, ჭრიან და გამოძიება დუმს. დამნაშავეები დაკავებულები არ არიან. ქვეყანაში მომატებულია კრიმინოგენური ფონი და რაც ყველაზე სამწუხაროა, ადამიანებს უბრალოდ ეშინიათ ქუჩაში ღამით, სიბნელეში გამოსვლის, ირგვლივ შიშია გამეფებული. ეს არის უმძიმესი ვითარება, რაც მოიტანა სამართალდამცავი ორგანოების ინსტიტუციების სრულმა ჩამოშლამ. ბოლო ორი ღამის განმავლობაში თბილისში დასდევს ჩვენს მხარდამჭერებს, ემუქრებიან, ნაცვლად იმისა, რომ ებრძოლონ კრიმინალს. როცა ამდენი პოლიციელი დროს კარგავს ინფორმაციების ძებნით, რომ ჩვენი მხარდამჭერები არსებული საბანკო დავალიანების გამო დააკავონ, ელაპარაკებიან მუქარის ტონით და ამ ფონზე არ ებრძვიან კრიმინალს, ძალიან სამწუხაროა. დღეს ქვეყანაში სრულიად დეგრადირებულია სამართალდამცავი ინსტიტუციები”, — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.