ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე არსებულ დევნილთა ახალ დასახლებაში ხანძარი იყო. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა ბინაში ხანძარი მალევე ჩააქრეს. თუმცა ერთ-ერთ ოთახში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი, აფხაზეთიდან დევნილი, 1983 წელს დაბადებული მ.ვ. ბინაში მარტო ცხოვრობდა.
ძლიერი დაკვამლიანების გამო სახლში მყოფი 42 წლის, ვალერი ვ. დაიღუპა. ის, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ხანძრის გაჩენის ერთერთი ვერსიაა – ელექტრო გამათბობელი, რომელიც კაცს ჩართული ჰქონდა და სავარაუდოდ ცეცხლი სავარძელს იქიდან გადაედო. მეორე ვერსია სიგარეტია.
მეზობლებმა სადარბაზოში ძლიერი დაკვამლიანება შეამჩნიეს, გარდაცვლილს კარები შიგნიდან ჰქონდა ჩაკეტილი. ადგილობრივებმა სამაშველო სამსახური და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს, თუმცა, მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.