თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ნაპოვნია ერთი ცხედარი. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.
„ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია“, – განაცხადეს უწყებაში.
ხანძარი კორპუსის მეხუთე სართულზე გაჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, გაიგეს აფეთქების ხმაც.