ხარაგაულში “ოცნების” პარტაქტივი ლევან ხაბეიშვილს თავს დაესხა

ხარაგაულში “ქართული ოცნების” აქტივისტები და საკრებულოს წევრები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული.

ხებეიშვილი ხარაგაულში მას შემდეგ ჩავიდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის დავით კიკნაძის ოჯახს სოციალური დახმარება დაუნიშნეს.

აბეიშვილი ამბობს, რომ კიკნაძეს 4 000-მდე ლარი აქვს შემოსავალი.