ხარკოვისა და დონეცკის რაიონებში ოკუპანტების შეტევა მოვიგერიეთ – უკრაინა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ მათ ხარკოვისა და დონეცკის რაიონებში რუსების შეტევა მოიგერიეს.ასევე, გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის ჯარები ისროდნენ არტილერიით, ტანკებით და თვითმფრინავებით, გამოიყენეს დრონები.

“ხარკოვის მიმართულებით მტერი ცდილობდა ტაქტიკური სიტუაციის გაუმჯობესებას სვეტლიჩნოეს მახლობლად, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია, უკან დაიხია. სლავიანსკის მიმართულებით მტერი ცდილობდა წინსვლას ბოგოროდიჩნიში, მაგრამ შეტევა წარუმატებლად დასრულდა, რუსებმა ზარალით უკან დაიხიეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინელმა სამხედროებმა ასევე ისაუბრეს ვესელა დოლინასთან რუსი ოკუპანტების თავდასხმებზე, თავდაცვის ძალებმა ისინი მოიგერიეს.

„ავდეევკას მიმართულებით მტერი წარუმატებლად გვიტევდა პერვომაისკის მიდამოებში და ზარალით უკან დაიხია. ნოვოპავლოვსკის მიმართულებით მტერი ცდილობდა ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას პავლოვკას მახლობლად, მაგრამ წარუმატებლად”, – აცხადებს უკრაინული მხარე.