ხარკოვის რეგიონის 5% გავათავისუფლეთ, 31% დროებით ოკუპირებულია – სინეგუბოვი

ხარკოვის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ რეგიონის ტერიტორიის 31% დროებით ოკუპირებულია, 5% კი გათავისუფლდა რუსი ოკუპანტებისგან.

მისი ინფორმაციით, რუსეთის არმიის მოქმედებებმა გამოიწვია 2229 მაღალსართულიანი შენობის ნგრევა, საიდანაც 225 მთლიანად განადგურდა.

“ჩვენ ჯერ ვერ ვახერხებთ ზოგიერთი გათავისუფლებული დასახლების სრულ შესწავლას, სრულფასოვან განაღმვით სამუშაოებსა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას, რადგან დაბომბვა გრძელდება. სადაც შეგვიძლია ამის გაკეთება, ვაკეთებთ”, – თქვა სინეგუბოვმა.