ხარკოვში ოკუპანტებმა საკონცენტრაციო ბანაკი მოაწყვეს, სადაც ადამიანებს აწამებენ – დენისოვა

უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა ამბობს, რომ ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქში საკონცენტრაციო ბანაკი მოაწყვეს, სადაც მოქალაქეებს აწამებენ.

“ხარკოვის ოლქში, ვოვჩანსკში, რაშისტებმა მოიპარეს და რუსეთში წაიღეს ტექნიკა ერთ-ერთი ქარხნიდან და მის ტერიტორიაზე მოაწყვეს საკონცენტრაციო ბანაკი, სადაც ხარკოვის რეგიონის მცხოვრებლებს აწამებდენ და აიძულებდნენ, ეთანამშრომლათ”,– აცხადებს ომბუდსმენი.

მისივე ცნობით, ასე ოკუპანტები ოკუპირებულ იზიუმშიც მოიქცნენ, “მოსახლეობის მობილიზების მიზნით”. დენისოვა აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამისა, ხალხი თავს იკავებს და წინააღმდეგობას უწევს ოკუპანტის ჯარში გაწევრიანებას.

უკრაინის სახალხო დამცველის შეფასებით, რუსეთის ქმედებები არის ომისა და კაციობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები.

დენისოვა გაეროს კომისიას მოუწოდებს, გამოიძიოს ადამიანის უფლებათა დარღვევების შემთხვევები უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის დროს.