უკრაინული მედია სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურზე დაყრდნობით იუწყება რომ ხარკოვის ოლქში ხუთი მოზარდი გაათავისუფლეს, რომლებიც რუს ოკუპანტებს სარდაფში ერთი კვირის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული. ბავშვები სარდაფში „ფილტრაციის ზომების“ მიღების შემდეგ გამოკეტეს.
„როგორც გაირკვა, ოთხი გოგონა და ერთი ბიჭი 7 დღე სარდაფში იმყოფებოდნენ. მათი თქმით, ოკუპანტებმა „ფილტრაციის ზომების“ განხორციელების შემდეგ სარდაფში ჩაკეტეს“, – აღნიშნულია გავრცელებილ ინფორმაციაში.