ხარკოვში საერთო საცხოვრებლის სარაკეტო დაბომბვის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 7–მდე გაიზარდა. ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, დაჭრილია 16 ადამიანი.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსების მიერ ხარკოვის დაბომბვა ნაძირლური და ცინიკური დარტყმაა სამოქალაქო პირებზე, რასაც არანაირი გამართლება არ აქვს და აგრესიის უსუსურობის დემონსტრირებაა.
ოთხშაბათს გვიან საღამოს რუსების მხრიდან სარაკეტო დარტყმის შედეგად ხარკოვში საერთო საცხოვრებლის შენობა მთლიანად დაინგრა. გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა შესაძლოა კვლავ გაიზარდოს.