ხარკოვის ადმინისტრაციის ცენტრის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი აცხადებს, რომ ოკუპანტებმა ჰუმანიტარული დახმარების რიგში მდგომ ხალხს ცეცხლი გაუხსნეს. ადგილზე 6 ადამიანი დაიღუპა ხოლო 15 დაშავდა.
“ხარკოვში რუსებმა ახალ ფოსტასთან, ჰუმანიტარული დახმარების რიგში მდგომ მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 6 მშვიდობიანი მოქალაქე, ხოლო 15 დაშავდა. დაღუპულთა რაოდენობა კიდევ ზუსტდება”, – განაცხადა ოლეგ სინეგუბოვმა.