“ადამიანი როდესაც საუბარს დაიწყებს შეთანხმებაზე, როგორ შეიძლება პოლიტიკოსმა, ან ნებისმიერმა ადამიანმა არ მიიღოს. სიამოვნებით დავიწყებ საუბარს და პირველივე შეხვედრის დროს გეტყვით, რა შთაბეჭდილება დამრჩება. მე მინდა, რომ მან გადალახოს ის ჯოჯოხეთური ბარიკადები, რასაც ვხედავ, რომ ექნება. ხასიათიანი ქალია, თუ ის მოახერხებს ხასიათის გამოვლენას, ძალიან გამიხარდება. შეიძლება მიიღოს [მოულოდნელი გადაწყვეტილება], ძალიან დარწმუნებული არ ვარ ამაში. გადახედეთ, რა ხდება მთელ მსოფლიოში, ძალიან დიდი ბრძოლა უნდა გამოუცხადოს დასავლურმა ვექტორმა რუსულ ვექტორს საქართველოში, უნდა მოვიკავოთ რუსთაველი!”
ამბობს პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ზურაბიშვილის ინიციატივაზე TV პირველის ეთერში.