„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე, ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს რომ პარტიის მიმართ ბრალდებების ფონზე ყველამ საკუთარი ფინანსური წყარო უნდა გაასაჯაროოს. დეკანოიძემ ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებებს “ჭორაობა” უწოდა და ასევე თქვა, რომ დაუშვებელია, ჟურნალისტური ელემენტარული სტანდარტი გულისხმობდეს იმას, რომ ჟორჟოლიანმა პარტიის დაშლის შესახებ ისაუბროს.
- ”ცნობილ წამყვანებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, ყველა იმ ადამინს, ვინც ჩართული ვართ ოლიგარქთან ბრძოლაში, ნიშანდობლივი იქნება, რომ ჩვენს ამომრჩევლებს და ოპოზიციის გულმხურვალე მხარდამჭერებს ვაჩვენოთ ჩვენი გამჭვირვალე ფინანსური მდგომარეობა, როდესაც სხვის ფინანსებზე პრეტენზიები გაქვს, შენი ფინანსების გამჭვირვალობა უნდა იცოდეს ყველამ. რაც შეეხება ნანუკას განცხადებებს, არ მსურს ამ ჭორაობაზე განცხადების გაკეთება. როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს მას პარტიის ლიდერშიფის მიმართ, როორც არ უნდა არ მოგწონდეს კონკრეტული ნაბიჯები პარტიის ლიდერშიფის მიერ გადადგმული, დაუშვებელია, რომ ჟურნალისტური ელემენტარული სტანდარტი გულისხმობდეს იმას, რომ ვინმემ თქვას, რომ პარტია უნდა დაინგრეს”. – აცხადებს დეკანოიძე.