ხატია დეკანოიძე “ნაციონალურ მოძრაობას” ტოვებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო – ამის შესახებ დეკანოიძემ TV პირველის ეთერში ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

„პოლიტიკიდან არ ვაპირებ წასვლას ნამდვილად. ასეთი გადაწყვეტილება, როცა ოფიციალურად დადგება, არ ნიშნავს, რომ ვინმეზე ნაკლები შეიძლება გავაკეთო მიშასთვის [მიხეილ სააკაშვილი] ან ნიკასთვის [ნიკა გვარამია]“, – განაცხადა ხატია  დეკანოიძემ.

ოფიციალურად თუ როდის დატოვებს ხატია დეკანოიძე “ნაციონალურ მოძრაობას” ჯერ-ჯერობით უცნობია.