ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. მისი თქმით, საუბრის მთავარი თემა პოლიტიკური მართლმსაჯულება იყო.
“ჩვენი ყველაზე მძიმე მოცემულობა რაც არის, ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობა, რაც არის რეალურად ყველაზე უფრო დიდი ნიშნული პოლიტიკური მართლმსაჯულებისთვის.
ის, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება ქმნის ყველანაირ დაბრკოლებას ქვეყნის განვითარებისთვის – მესამე პრეზიდენტის ციხეში ყოფნა და რამდენიმე პოტენციური პოლიტიკური პატიმრის არსებობა ქვეყანაში უნდა შეჩერდეს რაღაცნაირად და გადაწყდეს, ეს არის მნიშვნელოვანი. მე გავუზიარე და ვუთხარი, რომ ეს ყველაზე უფრო მძიმე მოცემულობა, რაც გულისხმობს პოლიტიკურ სასამართლოს და მართლმსაჯულებას, რეალურად ქმნის დაბრკოლებას ევროატლანტიკური მომავლისთვის”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
დღეს საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ სალომე სამადაშვილი და ანა დოლიძე. შეხვედრას გამართავენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც.