ხაშმში წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში შეიჭრნენ, დააზიანეს და გაიტაცეს ნივთები – ჯაღმაიძე

საპატრიარქოს პრესსპიკერი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ხაშმში, ტაძარში შეიჭრნენ.

“ხაშმში წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში შეიჭრნენ, შეურაცხყვეს, დააზიანეს და გაიტაცეს ნივთები. დეტალებს, როგორც კი გავარკვევ, გავავრცელებ”,– წერს ჯაღმაიძე.

აღნიშნულ ფაქტზე განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია შინაგან საქმეთა სამინისტროს.