თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, ხაშურთან სატვირთო მისაბმელიანი მანქანა დაიწვა. შემთხვევა დღეს დილით, დაახლოებით 6 საათზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მისაბმელიანი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რა დროსაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ავტომობილის მძღოლი, რომელიც მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.