ხაშურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

30 წლის ქალს, რომელიც ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომიდან თბილისში საეჭვო სიმპტომებით გადაიყვანეს, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ოჯახთან ერთად სოფელ გომში, აგარაკზე რამდენიმე დღის წინ ჩავიდა.

როგორც ხაშურის ცხელების ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ჩიქოვანმა განაცხადა, ამ წუთებში ეპიდემიოლოგები გომში მუშაობენ. იზოლაციაში გადაჰყავთ ინფიცირებულის ოჯახის ყველა წევრი. დგინდება კონტაქტები. ამასთან, მოხდება სინჯების აღება, დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლების მიერ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 252 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 63 გარდაიცვალა, 3 კი გარდაიცვალა.