ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში, კერძში მარილის ნაცვლად პესტიციდი ჩაყარეს – მოწამლულია ოჯახის 3 წევრი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „მოზაიკა“ ავრცელებს.
მოწამლული ოჯახის წევრები, ინტოქსიკაციის სიმპტომებით, ხაშურის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს.
“ეს პიროვნებები პესტიციდებით იყვნენ მოწამლულები. როგორც შემდეგ გაირკვა, ოჯახის ერთ-ერთ წევრს საჭმელში მარილის მაგივრად შემთხვევით პესტიციდი ჩაუყრია”, – აცხადებს ექიმი.
პაციენტების მდგომარეობა დაასტაბილურეს, შემდეგ კი, დამატებითი კვლევებისთვის, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.