ხაშურის საკრებულოში ოცნების ყოფილ დეპუტატს პატიმრობა შეეფარდა

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ ხაშურის საკრებულოში ოცნების ყოფილი დეპუტატს, ბიზნესმენ ლევან გამრეკელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.  პატიმრობა შეეფარდათ ასევე მასთან ერთად დაკავებულ 2 პირს – პაატა ნოზაძესა და რომან მეტივიშვილს.

პროკურატურის განცხადებით, ლევან გამრეკელი 2 პირთან ერთად 5 მილიონი ლარის მილსადენებს ფარულად დაეუფლა.თავად გამრეკელი აღნიშნულს უარყოფს.

“როდესაც მან შეიძინა ეს მილები, მაშინ არ იყო დარეგისტრირებული ხაზოვანი ნაგებობა, აქედან გამომდინარე, შესაძლებელია რომ მოხდა არევა. ორი ხაზოვანი ნაგებობის დამთხვევა მოხდა ერთმანეთზე. აქედან გამომდინარეა ეს გაუგებრობაც და ამიტომაც აცხადებს, რომ თუ ზიანია მიყენებული, მზად არის აანაზღაუროს”. – განაცხადა გამრეკელის ადვოკატმა.

გამრეკელი 11 ნოემბერს დააკავეს.