ხაშურში,საკუთარ სახლში 9 წლის ბავშვი გარდაცვლილი, დედა კი უგონო მდგომარეობაში იპოვეს

“მთავარის” ინფორმაციით, ხაშურში, 9 წლის ბავშვი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ბავშვის დედა უგონო მდგომარეობაში იყო და ის კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაციას ადასტურებენ და აცხადებე, რომ გამოძიება  სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.