ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ხეს შეეჯახა.
შსს–მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.