ხაშურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. მამაკაცი სამშენებლო კომპანია “ელისში” ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
გარდაცვლილი სამშენებლო კომპანიის ყოფილი თანამშრომელი იყო და ერთ-ერთ მენეჯერთან ურთიერთშელაპარაკებისას მენეჯერმა გარდაცვლილს ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
გამოძიება სსკ-ის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.