შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ხაშურში ავტოგასამართ სადგურ “გალფის” ოპერატორს, 1952 წელს დაბადებულ პირს ორი ადამიანი თავს დაესხა დაა ცივი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით თანხა გასტაცა.
უწყების ცნობით, პოლიციამ ორივე პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღები – ორი დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებულები კი დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.