”მოგეხსენებათ, რომ აქამდე ორი შემთხვევა იყო ასეთი საკმაოდ გახმაურებული – ერთი იყო ესებუა, რომელიც დღესაც ძებნაშია, მეორე იყო ყვარელში, სადაც დამნაშავე დაკავებულია და იმედი ვიქონიოთ, რომ აქაც მშვიდობიანად დასრულდება და დამნაშავე დაკავებული იქნება. ხდება ასეთი მოვლენები მთელ მსოფლიოში და მოხდა აქაც, შესაბამისად, შსს შესაბამის ზომებს იღებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ინციდენტი განიმუხტოს”
ასე ეხმაურება, ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი, ქუთაისში ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრას და მძევლების აყვანას.