„შუქის ჩაქრობას რაც შეეხება, ასეთი რამ ხდება ხოლმე, როდესაც 1830 უბნიდან ერთ უბანზე ქრება შუქი, ამას სჭირდება ის, რომ მოეკიდო მშვიდად. შეიძლება დაინტერესდე, გადაამოწმო ყველაფერი, ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გახდეს პროვოკაციის მოწყობის საფუძველი. ამ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ნიკანორ მელიამ, ცნობილმა პროვოკატორმა გამოიყენა საბაბად პროვოკაციის მოწყობისთვის, რაც არის სამარცხვინო საქციელი. ეს კიდევე ერთხელ მოწმობს, რომ „ნაცობა“ არის სირცხვილი და „ნაცობა“ უნდა დავამთავროთ ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოში“
თქვა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის თბილისის 62-ე უბანზე შუქი ჩაქრა. ხატია დეკანოიძის ინფორმაციის, შუქს აქრობენ ქუთაისის უბნებზეც.