“მათ არ შეეძლოთ ბელარუსში შემოსვლა. მათ კურატორებს – ზოგიერთზე გვაქვს ეჭვი, პუტინს დავურეკავ, ვეტყვი ჩემს ეჭვებს – ესმოდათ, რომ ბელარუსში შემოსვლა არ შეიძლებოდა. რადგან პირველ წუთებში ჩვენთანაც, როგორც რუსეთში, ოლქების ნაწილი უსაფრთხოების გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ პირველივე წუთებში ჩამაბარა ანგარიში. ჩვენ საბრძოლო მდგომარეობაში მოვიყვანეთ ჩვენი ქვედანაყოფები.[…] ამიტომაც, მათ ბელარუსში შემოსვლა არანაირად შეეძლოთ. ისინი ამას ხედავდნენ. ამიტომაც, შემობრუნდნენ და წავიდნენ უკრაინა-რუსეთის საზღვრის მონაკვეთისკენ.”

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ კროკუს სითი ჰოლზე თავდამსხმელებზე ისაუბრა.