ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი, ლაშა თურმანიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.
,,ორი დღის წინ ვესაუბრე ნუცას, ხევსურეთის ტურზე უარი ვუთხარი, უამინდობის გამო უნდა გადავდოთქო, წასულა მაინც ეს საყვარელი გოგონა.გუშინ, ფეისბუქზე, ხევსურეთში ყოფნისას დაწერა “ჩემი სული, სულ აქ არის, სულ”, – წერს ლაშა თურმანიძე.
შატილის გზაზე მომხდარ ავტოკატასტროფისას ერთ-ერთი დაღუპული ნუცა კანადაშვილია, რომელიც ხევსურეთის ტურში დედასთან ერთად იმყოფებოდა.