ხევსურეთში, ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე როშკისწყალზე არსებული ხიდები წყალმა წაიღო. შედეგად სოფელი როშკა გარესამყაროსგან იზოლირებული აღმოჩნდა. დანგრეულია სოფელში შესასვლელი და სოფლიდან გასასვლელი ხიდები. ხიდის გარეშე დარჩენილი მდინარის მიღმა აღმოჩნდა ტურისტების ათკაციანი ჯგუფი, რომელიც სოფელთან მისვლასაც ვეღარ ახერხებს და სავარაუდოდ ღამის გათევა ღია ცის ქვეშ მოუწევთ. მათ სამაშველო სამსახურს მიმართეს, თუმცა ჯერჯერობით რეაგირება არ ყოფილა.
ღვარცოფმა წაიღო სოფელ ხახაბოსთან დამაკავშირებელი ხიდიც.