ხელბორკილი უნდა დაედოთ მისთვის და განერიდებინათ – ანა აბაშიძე მეუფე სპირიდონზე

“მეუფე სპირიდონი იქ კი არ უნდა იყოს, როგორც კი დაიწყო ეს პროცესი, ხელბორკილი უნდა დაედოთ მისთვის და განერიდებინათ” – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ანა აბაშიძე ნინოწმინდის პანსიონის დირექტორზე, მეუფე სპირიდონზე.

” ჩაატარეს ჩვეულებრივად სპეცოპერაცია ბავშვების წინააღმდეგ. მეუფე სპირიდონი იქ კი არ უნდა იყოს, როგორც კი დაიწყო ეს პროცესი, ხელბორკილი უნდა დაედოთ მისთვის და განერიდებინათ, იმიტომ, რომ ის ჩვეულებრივი მოძალადეა. კანონები გაბლარულია, არ არსებობს ჩათვალეთ, სრული თვითნებობა და მიშვებულია პროცესები და ამას ეწირებიან ბავშვები”,- ამბობს იურისტი ანა აბაშიძე.