ხელვაჩაურის მერიაში კორონავირუსი ორ თანამშრომელს დაუდასტურდა. ინფიცირებულია მერის მოადგილე კახაბერ ფუტკარაძე და საბავშვო ბაღების გაერთიანების უფროსი ნატო შერვაშიძე. ისინი ინფიცირების დადასტურებამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.
ხელვაჩაურის მერიის ყველა თანამშრომელს ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუში აუღეს.
„ხელვაჩაურის მერიაში ორი ინფიცირებული გვყავს. ესენი არიან, ხელვაჩაურის მერის მოადგილე და ბაღების გაერთიაენების ხელმძღვანელი. უწყების ყველა თანამშრომელს ტესტირება ჩაუტარდა. ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან“, – ამბობენ