ხელვაჩაურის მერი უკანონო მშენებლობისთვის 6000 ლარით დაჯარიმდა

ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე უკანონო მშენებლობისთვის 6 000 ლარით დააჯარიმა. მშენებელმა კანონის შესაბამისად მითითების ვადაში ვერ წარმოადგინა საჭირო დოკუმენტაცია, სამსახურმა გამოსცა კანონის შესაბამისი დაჯარიმების შესახებ დადგენილება.

“6 000 ლარით დავჯარიმდი საკუთარი სახლის მშენებლობისთვის. არ მქონდა საბუთები შეკრებილი. პირველი, მეორე ნაწილი მქონდა გავლილი, მესამე – არა და დამაჯარიმეს. უკვე ყველაფერი რიგზეა და მაქვს უფლება, გადავიხდი ჯარიმას”, — განაცხადა ვარდმანიძემ.